მეგობარო
არაფერს გთხოვდი , მეგობარო , ყველაფერს ვთმდობდი, სიცივე იყო, თოვა იყო, ქარებიც ქროდა, მაგრამ ბოლოჯერ როცა გნახე, მე მაშინ მოვკვდი, იმ დღეს ძვირფასო ჩემთან ერთად სიკვდილიც მოკვდა. მე გისრულებდი სურვილებს და ალეგორიებს, მე ვასრულებდი , იშვიათ როლს თითქოს თამაშში, შენ ალაგებდი მეგობრების კატეგორიებს, მაგრამ ძვირფასო , შენ თვითონაც კი ვერ დალაგდი. ხეებს მე ვგლეჯდი ფესვიანად და ვხსნიდი დარდებს, იწვნენ და იდგენენ ჭაობებში , ჩაფლული სივრცით, მე დავინახე , ავგაროზი , სიშიშვლე ტანზე, მისი პატრონი, სამწუხაროდ არავინ იცის. ვიშიშვლე ხელში, ქარები და შორს გავიყოლე, უამინდობა ავიჩემე, უყველაფრობაც, მე შენ გეძახდი, მეგობარო ვერ გამიგონე, ვერ გაამაგონეს, შენი ხმა და ახლა მარტო ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი