რთულია..
როცა შენ გეძინა მე ვყვებოდი განაჩენებს, ახლა რა მოხდება აწი მე რა გამაჩერებს, წასულ ემოციებს და წარსულის გატაცებებს , ისე შევეჩვიეთ როგორც ქუჩის განათებებს, და შენ გაიძახი მარტივია გზებიო , ცხოვრების და ნელ-ნელა ალბათ შეეჩვევიო, გთხოვ შენ არ შეიცვალო და შენ არ გადამერიო, თორემ აღარ მადარდებს სულაც არაფერიო. წარსული თუ წარსულად დაგვირჩება რა გვიჭირს, მაინც როგორ რთულია რომ გადადგა ნაბიჯი, შენ დაკარგე რწმენა და მე დავკარგე ხალისი, როგორიც ხარ მიგიღე , შენ კი მაინც გამიშვი. დაგინახეს ბიჭებმა, რომ ეტრფოდი სხვა ფერებს, როგორც ალიონიდან ამოსული მზის სხივი, ეტრფის სულის საზღვარზე გადაზვირთულ ჩანჩქერებს, მე კი ისევ ისე ვარ, შენ ნაკვალევს მივსტირი. თუმცა მაინც ვიღიმი, ამდენი ხნის მერე, ისევ ისე მიყვარხარ, ერთხელ დამიჯერე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი