…….
არ მოწონს რომ დაქალები ეძახიან სულელს, და ეს ჩემისაც ათასნაირ სისულელეს უძლებს, ათას ყლეობას ამბობს , რომ იხრჩობოდეს ფულში, არადა მამამისმა ტაქსის ფული ჩაურიცხა გუშინ, გულაობებს არ იკლებს და ახატია ხალხიც, მათი შეხედულებები , სიტყვები და აზრი, ვინც კი რამეს ერჩოდა, გადაუსვა ხაზი, სახლში დამშეული მონსტრი, გარეთ არსებაა ნაზი. დადის შენობების თავზე, იქაც მოსაწევის გამო, თითქოს გიჟდებოდეს პლანზე, უფრო ბევრი უნდა ჭამოს, უნდა გამოიძღოს თავი, მერე იკაიფოს ბარში, ნეტა რაზე ფიქრობს, მაშინ, რა ჯანდაბა უდევს თავში, მან ხომ არაფერი იცის, ჯერ ხომ ბევრი უნდა ნახოს, წარსულს გადაუსვა ხაზი , უნდა გაიფუჭოს აწმყოც. ამას სულ არაფრის გამო , მაგრამ მთელი გული ვამბობ, რომ თუ არ იქნები ჭკუით , დრო მაინც მოგიტყნავს პატრონს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი