gvirilebi
ნოემბრის ქარებივით, ჩუმია შემოდგომა, თვალებზე უძილობის გამიჩნდა ნაპრალები, შენ კიდევ არაფერი, შენ სულ არ გეტყობოდა, რამეს რომ განიცდიდნენ, მაგ თმებზე ნაწნავები. როგორი ბედნიერი იყავი ჩემო თავო, და როგორ შეგეცვალა , სახეზე ღიმილები, შენ რატომ წახვედი და დამტოვე მეგობარო, აქ თურმე რა ჩუმად ჭკნებიან გვირილები. გთხოვ მოდი და გულზე ჯვარივით მომეკარი, გთხოვ სუნთქვა მაიძულე, მინდა რომ გავიღვიძო, ვიცი , რომ გიყვარვარ და ვიცი რომ მოგენატრე, არასდროს არ იფიქრო, არასდროს არ იტირო. გზად თუმრე ჭადრებია, ჩუმი და მისტიური, მე ისევ ვამჯობინე, ლოთებთან მეგობრობა , რაც უფრო მეშინია და დარდებს გავურბივარ , მით უფრო ახლოს დგას და მიღიმის შემოდგომა. ვგავარ გადასატან დღეებს , უნიათოს, ვგავარ ქუჩის მხატვარს, თითქოს ქარი ქროდეს, თითქოს არასოდეს არ მსურს რომ გინატრო, მე უფრო ხშირად ვემსგავსები ქუჩაში ლოთებს. როგორი ბედნიერი იყავი ჩემო თავო, და როგორ შეგეცვალა , სახეზე ღიმილები, შენ რატომ წახვედი და დამტოვე მეგობარო, აქ თურმე რა ჩუმად ჭკნებიან გვირილები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი