mariams
ვეღარ გელევი, ვეღარ ვსუნთქავ, ჩემო მარიამ, ვერც იმ ღიმილებს ვერ ვიშორებ სახიდან ახლა, მიყვარხარ მაგრამ, ყველაფერი ჩემი ბრალია, რომ ჩემი ნებით ავირჩიე, შენიდან წასვლა . იმ დღეს რა ვუთხრა, რა გავბედო , როგორ დავმშვიდდე, სიცოცხლე მტკივა , სული მეწვის , გარეთ ქარია, იქნებ, ის მითხრა ამ ქაოესბს როგორ გავცილდე… შენ ერთადერთი გზა ყოფილხარ , ჩემო მარიამ. იცი ? ვიხსენებ, ყველაფერს და ახლაც ვიღიმი, თუმცა ტკივილი სად წავიღო, ჩემო მარიამ, არ შემიძლია, ყველაფერი ფეხზე მკიდია, მაგრამ ვიცი რომ, ყველაფერი ჩემი ბრალია. მე ყოველ ღამე , ვლაპარაკობ, ღმერთთან და შენთან, რასაც ღმერთს ვუმხელ , იმას გიმხელ , ვნანობ ძალიან, რადგან შემეძლო რომ მექციე , საკუთარ ღმერთად, თუმცა მოვკვდი და შენ მოგკალი ჩემო მარიამ. როცა ვიღვიძებ, მახსენდები, როცა ვიძინებ მესიზმრები, როცა დავდივარ მენატრები, წვიმს თუ დარია, სანამდე უნდა დავიძინო, ანდა სანამდე მეტკინები, იქნებ ეს მაინც, შემახსენო, იქნებ შენც გახსოვარ მარიამ. თურმე სიყვარული ასეთია, აუტანელი და სატკივარი, წვიმს და გამალებით, მარტოსული, ქუჩებს მიყვები ქარიანს, შენ ხომ დამიტოვე , სინანული , შენ ხომ დამიტოვე საფიქრალი, მე რა გავაკეთე და რა გავაფუჭე? მე რა დაგიტოვე მარიამ? ვიცი, ვიმსახურებ, როგორც მოიქეცი, მტკივა მაგრამ ვუძლებ ძალიან, თურმე ასეთია , ხვედრი პოეტების, თურმე ასე ვკვდებით, მარიამ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი