თუნდაც
მერამდენეჯერ გავაცილეთ ძველი წლები და , ყოველი წელი მოლოდინი რაღაც სიახლის, ამ წელსახ ალბათ ბედნიერი ვერ ვიქნები და ყველა სიცრუის პროტესტანტებს ტყვიას მივახლი, შუბლში და მერე იყვირებენ ალბათ ჩემს სახელს, ამან ის მოკლა, იმას ეს და ასე გრძელდება, აქ ყველაფერი, არაფერსაც რომ არ ნიშნავდეს, ამ ხალხმა მაინც ასე იცის ამოჩემება . ამოჩემება რაღაც ახლის თითქოს ვარგოდეს, თითქოს სამყაროს ეჯიბრებით, სულით ლაჩრები, სულ რომ, არ მქონდეს არაფერი… სული არ მქონდეს? ასეთიც გძულვართ და უსულო შეგიყვარდებით?! ნუ ატირდები ჩემო კარგო, დროა ისწავლო, რომ რეალობა სასტიკია, არ აქვს საზღვარი, არ გააწვალო სხვები მაინც , შენც არ იწვალო… მაინც არასდროს არ ვიქნებით, ღმერთთან მართალი. მოწევ, დალევ და დაივიწყებ, თითქოს არც იყო, არც არასოდეს გვიცხოვრია თურმე ჭაობში, და ყველაფერი რაც არ იყო, მაშინ დაიწყო, როცა ჩავყევით, ჩვენს სხეულებს სასაფლაოში. დავიწყეთ გლოვა, აღსარება , აზრების გაცვლა, მერე ტირილი , მითქმა - მოთქმა, გულის არევა, გვეტკინა ჩვენი კომფორტის და სივრციდან გასვლა, მაგრამ ყველაზე მეტად გვტკივა , აღიარება. ,,აღიარება ხელის გულზე” და გულის მიღმა, იქ რაც ტრიალებს , სამუდაომდ ჩვენში დარჩება, არც ერთი დოგმა არ არსებობს , არც ერთი სტიგმა, ფაქტი ესაა…ვინც მოკვდება, ის გადარჩება .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი