Sarke
სარკეში მიტოვებულ საკუთარ თავს გარდა, ვეძებე და მაინც ვერ ვნახე ვერაფერი, დრო რაში დავხარჯე, ან რაში გაიფლანგა , უფლის გზა რთულია და მარტივი დანარჩენი . რომ აიკრძალოს ამ ქუჩებში არყის დალევა, აი მანდ როგორ მეშველება,როგორ გადავრჩე? ან ღმერთს როგორ არ მობეზრდება ჩემი წამება, მეც ხომ ვიცხოვრე , სანამ სიზმრებს მოვიპარავდი. ან სიყვარულით ვინ ისჯება, ეგ რა წესია?! საიდან მოდის ეს ამდენი, სასოწარკვეთა, ან ყველაფერი ერთად რატომ შემომესია, რით ვერ ისწავლეთ, ბოროტის და კარგის გარჩევა. მე მეკიდება ხანძრები და სხეულს ედება , ეპიდემია , უშენობის განუკურნელი, ამ სამყაროში თუ რაიმე მეიმედება, შენი თვალები ყოფილან და შენი სურნელი. თუ გამიხდება ნატვრად მაინც, ერთხელ რომ გნახო, გაიყვავილებს , თებერვალიც მალე მორჩება, არ ვიცი, ალბათ დაფიქრდები ყველა დეტალზე , მე კი მანამდე ჭრილობები შემიხორცდება .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი