vigacis


არის ოცნება ათასგვარფერი უაზროდ შემქნილ ფერების გამა
ზაფხულის სიო უაზროდ მღერის,ყველაფერი ჰგავს უაზრო თამაშს
ფიქრების კონა ისევ შევკარი,და მივაყუდე კუთხეში სადღაც
ვეღარ მოვითმენ ვეღარ მოვუსმენ კვლავ შენი ფიქრის უაზრო ღაღადს
დავწვი ლექსები ყველა უკლებლივ,ფერფლიღა დარჩა მხოლოდდამხოლოდ
უაზროდ დაღვრილ ცრემლების სიღრმეს თურმე დააშრობს მზე მაინც ბოლოს
შევქმენი ცაზე ვარკვლავი ერთი,ისიც ბედკრული მიწას დაეშვა
რა იქნებოდა არ მყვარებოდა,ის ხომ ღირსია უნდა გამეშვა
მოპარულია ყველა გრძნობები,ყველა ფარსია არარაობა
თამაში უნდათ თურმე მათ მხოლოდ არანაირი მათთვის სხვაობა
შენებული ხომ უცებ ინგრევა,დანგრეულს კიდე ვერ ააშენებ
ოდესღაც ისევ ლამაზ ცას ვიცი შენი თვალები კვლავ დაამშვენებს
დავკარგე შენი ძებნის სურვილი ცრემლები მწარე თვალებში მიდუღს
აღარ გინდოდა შენ ჩემთან ყოფნა,მუდამ ეძებდი ცხოვრებას მდიდრულს
ისევ დადგება ლამაზი დილა ისევ ამოვა ცაზე აისი
მე შენი ნდობის მოსაპოვებლად დამიჯერე რომ ვეღარ დავიცდი
ისევ იწვიმებს ლამაზად ციდან,ჩამოყრის ცრემლებს ცა უანგაროდ
არ შეგაყოვნებ თამამად გიშვებ, სხვები ეძიე გჩუქნი სამყაროს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი