საქართველო


საქართველო!

ყელი მოიღერეს ზეცის იალქნებმა,
სუნთქვა გაუჭირდა მთებზე მავალ ღეროს,
სანამ ტერფთა დრეკით, მტერი მიაღწევდა,
მანამ ფეხზე იდგა ჩვენი საქართველო.

ახლაც ფეხზეა და ჯერ არ დაცემულა,
და არც დაეცემა სანამ ყვავის მდელო,
ბრძოლის ველებიდან მტერი გაქცეულა,
რადგან მედგრად იდგა ჩვენი საქართველო.

ჩვენ კი პატივი ვცეთ, რადგან საჭიროა,
გმირებს, დაღუპულებს, ყველა სასახელოს,
ზოგი ტკივილისგან ვერც კი დადიოდა,
მაგრამ ძლიერებას სძენდა საქართველო.

დედებს ტირილსგან გული ჩაეწყვიტათ,
ნეტავ ჩვენ შეგვეძლოს ეს, რომ გავაჩეროთ,
თავი გაწირეს რომ ომი გაეწყვიტათ, 
რომ გადაერჩინათ, ჩვენი საქართველო.

დღემდე , რომ მოვედით, მათი პატივია,
მაგრამ რთული არის რამე გავაგრძელო,
ვიცი, რეალობა ძალზედ სასტიკია,
თუმცა ძლიერია ჩვენი საქართველო.

ჩვენი კოლხეთი და ჩვენი ოდაბადე,
სულ სხვა სიყვარულის არის მაგალითი,
მე მძულს საქართველოს ყველა მოღალატე,
ჩვენი საქართველო არის მარგალიტი.

სანამ ცოცხალი ვარ მისი სიყვარული,
მუდამ გულში მაქვს და მინდა გავავრცელო,
მიყვარს სალაღობოდ გზებზე სიარული,
ულამაზესია ჩვენი საქართველო.

ახალაია გოჩიკო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი