ლექსი 1
თავიდან! უშველე დაღუპულ განთიადს, ვენებზე გადხსნილ მავთულებს, მითხარი სიცოცხლე რას ნიშნავს, თუ მაინც სიკვდილი გვარგუნეს. თუ ჩვენი ბედია ვიცხოვროთ, თუ ერთად გვეტკინა ცხოვრება, მაშ ვინმე ისეთი ვიპოვოთ, ჩვენთვის ან ჩვენთან, რომ მოკვდება. დღეები გალუჯრებულ სახურავზე, გადიან, რიგები აქვთ იმხელა, რას იტყვი გულის კარის დახურვაზე, თუ ჩემი სული მანდ იქნება. წავიდნენ, ქარებივით ჩაიქროლეს, წლებმა და ახლა გაგვეღვიძა, ბევრი რამ თავისთვის დაიტოვეს, ბევრი კი სამყაროს ეწყინა. ათასჯერ გაფრენილ განთიადებს, რა ქონდათ საერთო წვიმებთან, იქნება სიკვდილი დაგვაინდეს, იქნება , იქნება , იქნება... რამდენი ,,იქნებაა" ღმერთო ჩემო, ღმერთო , რამდენია ვარაუდი, ბოლო დროებია აგიჩემე, ბოლო დროებია დასაღუპი. თუმცა ძლიერი ვარ სიკვდილისთვის, ანუ სიცოცხლისთვის არც ისე, ძვირფასო შენი ღიმილისთვის, ლოცვას და მარხვას დავიწყებ. თუ ახლა ვინმე კითხულობს, ამ ლექსს და ოდნავ დაიბნა, შენ რადგან ამდენს რისკულობ, კითხვა დაიწყე თავიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი