ლექსი 2
დანგრეული ხიდები, ლოცვა გადახვეწილი, და ამ დღემდე მოსული, სიმარტოვის ტაქტიკა, ჩემი სულის გარშემო გავლებული წრეწირი, ვერ გამოყენებული სიყვარულის ფრაქტიკა. იალქნიან გემები, სადგურები მოთეთრო, თოლიების ხმაური, დეპეშების რიგია, კაცი ოდნავ მოხუცი, ტრასპორტს ძლივს რომ მიუსწრო, ეგ ხომ ერთი ცნობილი, მენახშირის შვილია. ხალხი გაღიმებული, სადარდელის გარეშე, ეზო, სავსე ბავშვებით, დედებით და მამებით, სულ სხვა იყო მერწუმნე, მაშინ ყველა მხარეში, ეზოები მომწვანო, შიგ მოთეთრო სკამებით, ახლა ოდნავ შეცვლილი, ახლა ოდნავ მწუხარე, არის ერის დარბევა, გადახვეწაც ბევრია , დედების და მამების ცრემლებია მდუღარე, და ობოლი ბავშვების ბევრი ცხარე ცრემლია. რამდენია ბედკრული, სიყვარული გარეშე, რამდენია დაცემულ ანგელოზად ქცეული, და ჩვენ როგორ ვიცხოვროთ, კარგად ყოფნის მხარეში, როცა კარგად ყოფნისთვის არ ვართ დაბადებული. დანგრეული ხიდები, ლოცვა გადახვეწილი, და ამ დღემდე მოსული, სიმარტოვის ტაქტიკა, ჩემი სულის გარშემო გავლებული წრეწირი, ვერ გამოყენებული სიყვარულის ფრაქტიკა. ახალაია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი