ლექსი 3
არ იცი მეგობარო, რა რიგად ნათელია, სულ ყველა მიტოვებას თან ახლავს სინანული, რა ვქნათ რომ ეს ცხოვრება ჩამწრალი სანთელია, სხვაგვარად რატომ არ გვეღირსა, სიყვარული. გზებია საცალფეხო, ამ გზებზე ყვავილები, დახურულ საფლავივით, ბნელი და მდუმარეა, ჩვენ ყველა გარიყულზე მარტო ვართ გაცილებით, და ყველა ჯოჯოხეთზე მეტი გვაქვს მწუხარება. რამდენი დავიწყება, წასვლა და სინანული, ვენების დაგლეჯამდე მისული, ჩვენი თავი, ჯანდაბას მეგობარო , რას გვარგებს სიყვარული, არ გყოფნის დედამიწა, სამყარო შეიცანი არაყი გაციებულ ფილტვებსაც შეერია, მანძილი საკმაოა ჩვენიდან ღმერთებამდე, დრო მოვა მეგობარო, ჩვენც სადმე შეგვხვდებიან, უბრალოდ დრო უნდა გავწელოთ შეხვედრამდე. თუ ჩვენზე დედამიწას არავინ მოუყვება, არც არის დასაღუპი ლექსების გამოფენა, მოგვიწევს მეგობარო იმ აზრთან შეგუება, ხომ იცი უფსკრულში, რომ არავინ ჩამოგყვება. ათასი ხან დაზმული განცდების თეორია, შენიდან დაწყებული ლექსები მეგობარო, ჯოჯოხეთს გავივლიდი, დამწვარს და ეკლებიანს, სანამ არ დამიძახებს ვინმე, რომ გეყოფაო. რატომღაც მეგობარო, ჩვენზეა ყველაფერი, რაც ვწერეთ, დავხიეთ და ნაგავში გვისროლია, ამიტომ დავივიწყეთ სულ ყველა განაჩენი, რადგანაც მეგობარო, წაქცევა იოლია. არ იცი მეგობარო, რა რიგად ნათელია, სულ ყველა მიტოვებას თან ახლავს სინანული, რა ვქნათ რომ ეს ცხოვრება ჩამწრალი სანთელია, სხვაგვარად რატომ არ გვეღირსა, სიყვარული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი