ლექსი 4
სული მტკიოდა მეგობარო, გული ჯანდაბას, ჩვენთან წვიმები არ სრულდება რა ჩვენი ბრალი, დაღი რომელიც ამ ცხოვრებამ გულზე დამასვა, ვერ ავიტანე სიყვარული ცამდე მართალი. ქუჩის ლოთებსაც დაავიწყდათ მოჩვენებები, ვერ გაარჩიე შენც ამ დღემდე ფილმი და კინო, მოხვალ და ვიცი რომ სულამდე მოგეფერები, მე ვეცნობოდი, დაღუპულებს, ღმერთებს პლანეტებს, სახელი ჩემი, გვარი სხვისი, ეს იყო დასჯა, შენი სულიდან წამოღებულ, გულის ნატეხებს, გასეირნებას ჯოჯოხეთში და ფრენას გავდა. და საფლავებზე, გაგორებულ აღდგომის პასკას, მკვდარი სულების რიგი ედგა, უცდიდნენ შიმშილს, გავდა ქარიშხალს, გადაშლილი კარგების დასტას, მკვდარი ბავშვები რომ იწყებდნენ, საფლავზე სიცილს. დედამიწაზე სიმართლის და სიცრუის ზღვართან, იდგა კაცი და ვერ ხედავდა გზებს საცალფეხოს, და კითხულობდა მიტევებას ლექსების მსგავსად, დღეებს ხედავდა დედამისთან ვერ გატარებულს. მე ამ დროს ვწერდი, აკიდებულ ხანძარს ვაქრობდი, მინდვრებს, ხომ გავდი, გვირილებს და მიხაკებ დარგულს, თვალწინ დაგიდგა არ გქონია თუმცა ბავშვობა, მაგრამ უბრალოდ იხსენებდი, უჩემო წარსულს. სული მტკიოდა მეგობარო, გული ჯანდაბას, ჩვენთან წვიმები არ სრულდება რა ჩვენი ბრალი, დაღი რომელიც ამ ცხოვრებამ გულზე დამასვა, ვერ ავიტანე სიყვარული ცამდე მართალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი