ლექსი 5
შენზე სიზმრებს ვხედავ და გამიქურდეს ფიქრები, საყვარელი ბავშვივით იქნებ გულში ჩაგიკრა, თუ ყველაფერს დაგითმობ, ბოლოს ჩემი იქნები, მინდა გულში ჩაგხედო, სიყვარული აგიხსნა. სულში ჩამწვარ სიგარეტს ისევ ბოლი აუდის, როგორც შენი შეხება, მათრობს შენი თვალები, დაწყებული იქიდან როცა გნახე პირველად, დასასრული იქამდე სანამ შეგიყვარდები. გადაგიშლი სიცოცხლეს , ასმეათე ფურცლიდან, ვნახოთ აბა რა გველის, რასაც ახლა ვერ ვხედავთ, წამო ვიმოგზაუროთ, ჩემი სულის ზღურბლიდან, და იქამდე ვიაროთ სანამ არ მოგვბეზრდება. მოდი ზღებსაც განახებ, სურნელს იასამნების, შენ გაჩუქებ სამყაროს როგორ ფერშიც გჭირდება, თუ გამოჩნდა სამყარო ყავისფერი თვალების, იმ დანარჩენ ფერებთან, ისიც შენი იქნება. მერე გულში ჩაგიკრავ, ხელებს მჭიდროდ ჩაგკიდებ, დახუჭული თვალებით მოგიყვები ღმერთებზე, თუ საჭირო გახდება ცეცხლის გულსაც დაგინთებ, იქნებ ასე გაიგო, რომ უშენოდ ვერ შევძლებ. იქნებ კიდევ მოგისწრო, ისევ სუნთქვა შემეკრას, ვენებიდან დაქცეულ სისხლის ფასად მინდოდე, შენი წეფელი თვალების სიყვარულის შედეგად, მოვედი და უბრალოდ სინამდვილე გიწოდე. რა იქნება აქ იყო, გესაუბრო ღმერთებზე, და თუ როგორ მჭირდები იქნებ ასე აგიხსნა, მე ხომ შენ მირჩევნიხარ ჩემს დაწერილ ლექსებზე, საყვარელი ბავშვივით მოდი, გულში ჩაგიკრა. ახალაია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი