ლექსი 6


დღეები არაფერს გვიყვებიან,
არ უყვართ მარტოობის სიუჟეტი,
ღამეა და თეთრი ფიქრებია,
ღამეა და ღამის სილუეტი.

ასეთი არაფერი გამიგია,
საკუთარ თავს როგორ დამართე?!
გათხარე ჩემი გრძნობის საფლავი და
შენივე გრძნობები დამარხე.

ათასი დედამიწა არსებობდეს,
ათასჯერ შეგიყვარებ თავდახრილი,
ამდენი ხანი, რომ გკურნალობდი,
საიდან ვიცოდი, რომ გამივლიდი.

სუნთქვა თუ არ გიჭირს როგორ დუმხარ,
ვარდებს დაგიკრიფავ თავდახრილებს,
სიყვარულს სიმარტოვემ უპასუხა,
ახია შენზე რომ დაგამცირეს.

თუ ახლა მარტო ხარ და გეღიმება,
არც გინდა დამიჯერე კარგად ყოფნა,
თუ შენ სამყაროზე გეცინება,
მე ეს სამყარო არ მეყოფა.

არ მინდა , არაფერი განმეროდეს,
ვხედავ, რომ ვერაფრით მეგუები,
ათასი სამყარო არსებობდეს,
სულ ყველას შენზე მოვუყვები.

ახალაია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი