სამშობლო 2
სამშობლოს იყო დრო, რომ დედამიწა, სიყვარულით ტრიალებდა, ახლა გული დაიჩრდილა, სიყვარული იკარგება. ახლა მხოლოდ ტკივილია, გზები რთულად სავალი, ის რაც ადრე დაგვიცვია, დასაცავად არ არი. დღეს სამშობლოს ძლიერება, მეტ-ნაკლებად ადარდებთ, აქ დღეს ფული უფრო ფასობს, არ ფიქრობენ დანარჩენს. დაივიწყეს ძველი ერა, ძველი სულისკვეთება, ახლა სადაც გული გულობს, გზებიც იქ იკვეთება. რამდენი სისხლი დაღვრილა, ველებზე სადაც ნისლია, აქ მტრები ხმლიან ქარქაშით, სულ სხვა გზებისკენ მიდიან. და დღეს სულ სხვაა დიდება, ანდაც დიდების რა ესმით, როგორ არ გაგვიჭირდება? ვინმემ პასუხი გამეცით. როგორ ვიკითხოთ მორალი, ვის უნდა უთხრა მშვიდობა, ქვეყანა სადა ტაბიძემ, ლექსები გამოიგონა. ისეთი ქვეყნის შვილი ვარ, სახელზე რომ აჟრიალებთ, მაგრამ ახლა საქართველოს, ბოროტება ატრიალებს. ჩვენი ხალხო სამშობლო, სხვას არავის არ ეკუთნის, მე ამ სიტყვებით ვამბობ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვეკუთნის. არავის დავემორჩილოთ, თავისუფლება გამოვა, და ამას გამსახურდია, რამდენი წლის წინ ამბობდა. ღვთისმშობლის ლოცვა გვფარველობს, არ გვაქვს სიმშვიდის უფლება, ხელი ჩავჭიდოთ, სამშობლოს, მიზანი, თავისუფლება. ახალაია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი