დედას
დედაჩემს! ვიცი დედაჩემო, ყველაფერი შენით იწყება, და თუ არ დავწერ, გაჩერდება გულიც გეგონოს, და რადგან შენ ხარ ერთადერთ სწორი მიგნება, ამ ცხოვრებაში ის მინდა, რომ დიდხანს მეყოლო. შენ ყველაფერი გააკეთე, ჩვენთვის ამრიგად, იბრძოდი, წერდი, ტიროდი და კიდევ ათასი, ვიცი დედი, რომ ყველაფერი მალე გავიდა , და ისიც ვიცი, რომ ჩვენს თვალში ჯერ ვერ დაფასდი. დედი ბოდიში , რომ ყოველ დღე ვსვამ და ვეწევი, გთხოვ მაპატიე საკუთარი თავის დაცემა, სულ , რომ სამყარო განადგურდეს ვერ შეგელევი, ვერ შეგელევი, დედაჩემო, სული ნახევარს. და როცა დილით ვერ ვიღვიძებ, თუ მიჭირს ყოფა, მოდიხარ ჩუმად და სამყაროს გაუტოლდები, რამდენჯერ დედი მინახიხარ დაღვრილი ოფლად, არ ვიცი დედი თუ რაიმეს დაგაკლებს წლები. მე შენს სამყაროს სულიდანვე ვხედავ მერწმუნე, შენ დედაჩემო სხვა სიცოცხლის სულ სხვა შვილი ხარ, გთხოვ მაპატიე, დედაჩემო ვერ გიერთგულე, გთხოვ მაპატიე დედაჩემო, ლოთი შვილი ვარ. ვიცი დედაჩემო, ყველაფერი შენით იწყება, და თუ არ დავწერ, გაჩერდება გულიც გეგონოს, და რადგან შენ ხარ ერთადერთ სწორი მიგნება, ამ ცხოვრებაში ის მინდა, რომ დიდხანს მეყოლო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი