დედამიწა
ღმერთმა უშენობა დამარქვა და ასჯერ დავიწყებულ მოხუცივით, შენი სიყვარული წამართვა და დედაჩემს ასე გავუცივდი. ხელები, თვალები და მარტოობა, გამიცივდა და გამეყინა, მხოლოდ ერთი რამ მეყოფოდა, შენს გულზე ერთხელ დამეძინა. ვტიროდი, ვწერდი და ვუყურებდი, ზეცას მწუხარეს და გაშავებულს, და შენი თვალები სილუეტი, გავდა სიცოცხლეს დამთავრებულს. აქედან წასვლა იოლია, სად წახვალ ეგ არის საკითხავი, ასეთი არავინ მიპოვნია, მითხარი, აქამდე სად იყავი. მითხარი როგორმე მიპასუხე, ქარები რატომ ჩურჩულებენ, მოდი მესუბრე სიყვარულზე, სხვები მარტივად, რომ უყურებენ. გარდა იმისა, რომ შეგეჩვიე, გარდა იმისა რომ შენთან მინდა, მოდი სიყვარულზე დამეწვიე, მოდი გავახაროთ, დედამიწა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი