salis
გამოჩნდი არსაიდან და თითქოს დიდი ხნის წინ, გიცნობდი და არც ისე უცნაური მოჩანდა ღიმილები, სრულიად შემთხვევით და შენივე წამწამიდან, შენივე საუბრიდან მოგქონდა გვირილები. ამოვიმთვრალე , ამ ნატყვიარ სხეულს შეხედე, როგორ ძალიან დაეტყოო, თურმე იარა, შენი თვალები , საუბრობენ ხელის გულებზე , რამდენი სევდა და ტკივილი გამოიარა. აქ ვიღაც მღერის, გედის არა, ბოლო სიმღერას, ვიღაც უკიდებს გადამტვრეულ სიგარის ნამწვავს, ბედი კი არა მეც არ ვიცი რა დამიწერა , ღმერთმა და მაინც არაფერი სათქმელი არ მაქვს. ახლა თუ უნდა გაგიცნო და ახლა თუ უნდა შეგიყვარო, ნუ ემდურები ჩემო კარგო , უფლის გამოცდას გული თუ ასად გაიყოფა, მე როგორ უნდა გავიხარო, თუ რამე უნდა მომხდარიყო, რატომ არ მოხდა. დაამსხვრეულოყვნენ ვარსკვლავები, მეტეორების წვიმა იყო, და ცეცხლის ალში გახვეული , ქარი დაქროდა ველური , თუ შენი სევდა , სევდა არის, ჩემი რატომ არის , უცნაური, ჩემსას რაღატო ვემდურით. გაშლილი თმების ელფერია რაც კი მანცვირფებს და მაჯადოებს, აღარ გამიბრაზდე ლამაზ თვალა , თორემ ავდგები და ვიოცნებებ. გამოჩნდი არსაიდან და თითქოს დიდი ხნის წინ, გიცნობდი და არც ისე უცნაური მოჩანდა ღიმილები, სრულიად შემთხვევით და შენივე წამწამიდან, შენივე საუბრიდან მოგქონდა გვირილები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი