vigacis 2
დღესაც რომ შემეძლოს შენით სუნთქვა ალბათ ისევ მოვიღერებდი თითებს ისევ თამამად გავშლიდი მკლავებს და გამოვიწეოდი შენკენ უფრო,უფრო ახლოს დღესაც რომ შემეძლოს ვიგრძნო შენი სხეული ნელ სიოს და სიცივეს გამოქცეული ჩემკენ,ეული ალბათ უფრო მეტს მოგისმენდი ვიდრე ოდესმე და უფრო ნაკლებს გაგხვევდი სიგარეტის კვამლში ახლაც რომ შემეძლოს მოგცე ღიმილის მიზეზი ალბათ გავყოფდი სამყაროს ორად აქეთა მხარეს შენ იქნებოდი ჩემად,ღვთაებად იქეთა მხარეს კი მე შენ მონად ალბათ რო შემეძლოს ის გითხრა რაც ვერ გითხარი რომ ამეცილა ჩემს გულს გათხრილი ის მწარე ისარი არ დამეხია მტკიცედ შემექმნა ის ჩემი მიზანი ალბათ ვერ გაიმეტებდი იმ სიტყვებს რაც ბოლოს უსიტყვოდ მითხარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი