მძიმე


ახლა ჟამი არის გაყიდული, 
ირგვლივ უჟანგბადო ჰაერია, 
ხოდა ამ ოთხაში დაკიდული,
ძველი საათივით ავირიე

ნუ ღელავ, ყველაფერი კარგადაა,
მივყვებით უჩვეულო ბილიკებს,
ვიღაცას ალკოჰოლი მოეძალა,
ვიღაც, ტაძართან ქილიკებს.

მიდიან , მოდიან დღეებივით,
ადამიანები ცხოვრებაში,
ჩემი დასერილი ხელებივით, 
ვკვდებით და ვიხრჩობით ოცნებაში.

ქარებზე ვისაუბროთ როგორ ქრიან,
როგორ სუნთქავენო ჭადრები,
ერთ მუჭა სიცოცხლედ გვეყოფიან,
გადათეთრებული კადრები.

აქვე სიყვარულიც დავკრძალეთ და
საფლავი გავუმზადეთ ეპოქებს,
ერთად ყოფნები ავკრძალეთ და
უერთმანეთობაც გვეყოფა.

ახლა ჟამი არის გაყიდული, 
ირგვლივ უჟანგბადო ჰაერია, 
ხოდა ამ ოთხაში დაკიდული,
ძველი საათივით ავირიე.

ყველა სიცრუე და სინანული,
ფარგლებს გადამცდარი ირონია,
პატარამ თუ იცის სიყვარული,
ისიც თუ ოდესმე იპოვიან.

ახლა ნაკლებად ვარ მომღიმარი,
თუმცა შენთან ყოფნა მეძალება,
გკოცნი, თუ ოდესმე მომისწარი,
მაგრამ სიყვარული მეკრძალება.

ყველა ნატყვიარი იმედები,
ასი სიუციდის განმარტება,
ისე მივიწევი  სიკვდილისკენ,
ვშიშობ, ყველფერი დამთავრდება.

სისხლში არეული ალკოჰოლი,
ფიქრი სუციდზე მერამდენე,
მინდა დავივიწყო ყველაფერი, 
მხოლოდ შენს სიყვარულს ვპატრონობდე.

აქვე სიყვარულიც დავკრძალეთ და
საფლავი გავუმზადეთ ეპოქებს,
ერთად ყოფნები ავკრძალეთ და
უერთმანეთობაც გვეყოფა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი