გაზაფხულტანიანო
ჩემო ქალღმერთო, გაიღიმე როგორც გჩვევია, არც მაგ თვალებზე არ დაიტყო სევდის იარა, და სასმელივით , მე საბრალომ ამოგიჩემე, ეს უფხიზლობა სად წავიღო დარდი კი არა. თვალებს რომ ვხუჭავ , მახსენდები ჩემო ფერიავ, და უშენობის დემონები ძილსაც მიფრთხობენ, ჩემი დარდები ღამ ღამობით ჩემთან წვებიან, და დილაობით აივანზე თავებს იხრჩობენ. შენთვის დავთმობდი სიცოცხლეს და სიცოცხლის იქით, რაც იქნებოდა იმასაც კი შენ დაგითმობდი, მე შენ მიყვარხარ ან პირიქით მიყვარხარ მე შენ, და მაშინაც კი შენ მიყვარდი რომ არ გიცნობდი. ჩემო გაზაფხულტანიანო, ჩემო მერცხალო, შენი ღიმილის მეათედიც საკმარისია, მერე თუ გინდა სამუდამოდ შენთვის ვეწამო, მე შენს გარეშე სიკვდილიც კი არ შემიძლია. მე შენ მიყვარხარ , თვალებიდან მზე რომ გიბრწყინავს, მაშინ მიყვარხარ როცა ტუჩზე თითებს იფარებ, არ ვიცი ჩემი ბედისწერა საით მიფრინავს, მაგრამ იცოდე სხვას ვერავის ვერ შევიყვარებ. სხვას ვერასოდეს მოვუყვები ჩვენს მოგონებებს, და ვერც ვერასდროს დავინახავ სხვას თეთრკაბაში, მას მირჩენია სამუდამოდ გავყვე ოცნებებს, რომ სადმე მაინც შემომხვდები, სხვა ქვეყანაში. ახლა იტყვიან, ვინ უყვარსო ამ ბიჭს ასეო, ვინ გადარია , გადიყვანა თითქმის ჭკუიდან, მე ვუპასუხებ , ყველაფერში ბრალი რომ შენ გაქვს, შენ რომ იწყები , ამ სამყაროს დასასრულიდან. მე შენ მიყვარხარ , თვალებიდან მზე რომ გიბრწყინავს, მაშინ მიყვარხარ როცა ტუჩზე თითებს იფარებ, არ ვიცი ჩემი ბედისწერა საით მიფრინავს, მაგრამ იცოდე სხვას ვერავის ვერ შევიყვარებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი