პოეზია ჩამომსხდარა აქვე
როგორ მიდის პოეზიის საქმე? მე რავიცი პოეტი ხომ არ ვარ , პოეზია ჩამომსხადრა აქვე , პოეტები ახლოსაც არ ჩანან. მე რა ვიცი , როგორ უნდა ვწერო, როგორ უნდა ვისაუბრო ქალზე, შემიძლია ყელი მოვიღერო, და ვიმღერო ლოყაზე და ხალზე. შემიძლია შენს თვალებზეც გითხრა, რამდენიმე კომპლიმენტის მსგავსი, ვინმემ მაინც შემაწიოს სიტყვა, პოეზიამ არ დაკარგოს ფასი. რასაც ვჯღაბნი, მხოლოდ შენთვის არის, მხოლოდ შენ ერთს გეკუთნის და იღებ, მარტივია შეყვარება ქალის, რთული არის მისთვის რამედ ღირდე. გაყვავლიდა ირგვლივ გაზაფხულიც, და ქუჩებში სურნელია შენი, მახსენდები სუნთქვა განაბული, მახსენდება როგორ დაიბენი. რომ გითხარი , მიყვარხარ და ასე გავაგრძელებ სანამ სული მიდგას , მიყვარხარ და გთხოვ რომ დამიფასო, გეფიცები ყოველივე წმინდანს . დარდებია , განცდები და ფიქრი, ვეღარ შევცვლით იმ წარსული კადრებს, შენ გბეზრდები დრო გადის და მიქრის , მე მიყვარხარ ისე როგორც ადრე. სიმარტოვე ჩამომსხადარა აქვე , და ფიქრები მაინც არსად ჩანან, როგორ მიდის პოეზიის საქმე? მე რავიცი… პოეტი ხომ არ ვარ .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი