ქუჩებში
გავიდა რამდენი , წელი და უღელი, რამდენი სევდა და დარდები ყოფილა, ვზივარ და შენს თვალებს შორიდან ვუმზერი, და თავს ვგრძნობ რატომღაც შეურაცხყოფილად. დღეები ილეწავს , სიცოცხლის სურვილებს, და ქრიან ქარები, ქარები აწყმყოთა, სხეულში უშენოდ შენივე გული ცემს, ის გული რომელიც ყოველთვის მახსოვდა. დავდივარ შარებზე , აჩრდილთა არიიმით, და სუნთქვა შეწყვეტილ, ვუყურებ მარყუჟებს, ვიცი , რომ ყოველდღე შენს ქუჩას გავივლი, იმ ქუჩას, სულ ყველა ტკივილს რომ აყუჩებს. თვალები თუ ამბობენ, ჩემებმაც ისაუბრონ, თუ როგორ მომენატრე , თუ როგორ მჭირდები და ჩემი ქალღმერთო და ჩემო სიყვარულო, როგორ მოგიტაცო, ჩემი სიზმრებიდან? გავიდა რამდენი , წელი და უღელი, რამდენი სევდა და დარდები ყოფილა, ვზივარ და შენს თვალებს შორიდან ვუმზერი, და თავს ვგრძნობ რატომღაც შეურაცხყოფილად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი