იასამანო


როგორ ხარ? არ ვიცი.
გტკივა თუ განიცდი? 
ჰო ალბათ ორივე , 
მე მაინც დაგიცდი.

გათენდა დაღამდა,
დაღამდა გათენდა,
მე მაინც გიხსენებ ,
ედთადერთ სანთელთან.
 
გიყვარვარ?  არც ისე 
ეს უფრო სხვა არი,
მე უფრო მანცვიფრებ,
კეთილო ზღაპარო.

იღიმი? ალბათ კი
ხან და ხან რთულია,
სიცოცხლეს არ მაცდი ?
სიკვდილი მწყურია.

ღამეა? ქარია? 
მე მაინც ვოცნებობ,
მიყვარხარ ძალიან,
ამიტომ ვპოეტობ.

მეგაზაფხულები,
შე იასამანო,
ეს საფეხურები 
რამდენჯერ დავთვალო?

გიყვარვარ?  არც ისე 
ეს უფრო სხვა არი,
მე უფრო მანცვიფრებ,
კეთილო ზღაპარო.

ყვავილები ჭკნებიან 
ყვავილები იწვიან 
ჩვენც ოდესმე დავჭკნებით,
ალბათ ესეც ნიჭია.

შრიალებენ ქარები,
ვერ ვაკეთებ ვერაფერს,
მხოლოდ შენი თვალები ,
მირჩევნია ყველაფერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი