კაცი


ქუჩაში კრეფდნენ მიტოვებას,
ქუჩაში კაცი მიდიოდა,
ათას იგავებს უგონებდნენ,
ბოლოს შერაცხეს იდიოტად.
ათასჯერ ნახეს დაცემული,
ათასჯერ ფეხი დააბიჯეს ,
ისეც ცხოვრება წართმეული,
საწყალი… სულ მთლად გააგიჟეს.
ხალხი დაიდოდა , ამ ჩიხებშიც,
ტყვია ვერ უსწრებდა საუბრებს ,
სევდა ეტყობოდათ ნაბიჯებში,
მერე რეალობას გაუსწრეს.
ცამდე აიტანეს სიკვდილები,
სულზე დაიშენეს საფლავი,
კაცი ქუჩაში გვირილებით,
სულ მთლად გააგიჟეს საწყალი.
არსდროს წაუკითხავთ , ანა ფრანკი,
არასდროს უსმენიათ მოცარტზე,
არც ფუნჯი ქონდა დასახატად,
არც კოცნა იცოდნენ ლოყაზე.
ქროდნენ ქარები და არეული,
დღეების სუნი იდგა ქუჩებში,
ვიყავი, ისეთი მთვარეული,
რომ ერთხელ შემეშალე ნუშებში.
ჰოდა ამ ხალხს კი რას გაუგებ,
შეშალეს, გადარიეს, რელობა
და მერე ღმერთმა აიძულა,
რომ მათი სულისთვის ეგალობათ.
ცამდე აიტანეს სიკვდილები,
სულზე დაიშენეს საფლავი,
კაცი ქუჩაში გვირილებით,
სულ მთლად გააგიჟეს საწყალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი