როცა შემოდგომა მოვა


სამყარო შეიშალა ჩემო სევდისფერო,
კლავენ მოგონებებს სადაც გაიზარდნენ,
მინდა ყველაფრისგან ცოტა შევისვენო,
თუნდაც  სიკვდილამდე, ოდნავ დაგვიანდეს .

ახლა ყველაფერი ისე არია,
მინდა შენს თვალებში ერთხელ ჩავიხედო,
რადგან ეგ თვალები რაღაცნაირია,
ზოგჯერ მოშავო და ზოგჯერ ყავისფერი.

აქაც სიგიჟისგან, ღამე ნათენები,
ხელებ დასერილი მთვარე მოჩანს,
სადაც სიკვდილია მეც იქ გავჩერდები,
ოღონდაც შემეძლოს ერთხელ ხელზე კოცნა.

მე აქ მოგიკვდები , ჩემო სევდისფერო,
თუნდაც არ მეღირსოს გლოვა,
მინდა ყველაფრისგან ცოტა შევისვენო,
როცა შემოდგომა მოვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი