ძვირფასო 7


ახლა ჩვენთან ძვირფასო წვიმაა და ქარია
და მე შენთან რომ მომინდა ესეც წვიმის ბრალია
არ მოსული გაზაფხულის და ფიქრების ბზარია, 
რომ სამწუხაროდ მენატრები , წვიმაა თუ დარია 
ვეღარ გამიხარია, ისევ შენზე ლოდინში,
მერამდენედ ვინანე და მოგიხადე ბოდიში,
ახლა უკვე დასრულდა და აღარ ვიზამ მეორედ,
ახლა აღარ ვიდარდებ და ნერვებს აღარ მოვიშლი.
ხომ იცი, შეშლილი ვარ სამყაროზე მეტად,
შემიძლია შენ გაქციო უკანასკნელ ბედად,
შემიძლია გაგახარო , შემიძლია გაწყინო,
შენ კი მხოლოდ შეგიძლია, ისევ გაიაპრილო,
აღარ არის საჭირო სივრცეების გადათვლა,
სიყვარული სენია და ვერ უშველის გადასხმა,
ვერ უშველის წამლები და აგონიის ფერი,
დრომ წაიღოს დარდები და ყველა დანარჩენი,
ყველა განაჩენი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი