დილა სევდიანი


დილა სევდინი ჩემო ქალბატონო,
უკვე მეთხუთმეტე გადის მოლოდინი,
მინდა ამ სამყაროს სუნთქვა გავაგონო, 
თუმცა სამყაროც არაა  დაწყობილი.

ისე რომ გვიყვარდეს და  ბოლოს ერთად ვიყოთ, 
სადღაც უცნაური ისმის მელოდია,
ჩემო ქალბატონო , მოდი გეხვეწები,
ჩვენ ხომ ერთი ბეწო ქოხიც გვეყოფა და 

მოდი პირჯვრის წერით ,გულზე მომეკარი,
თვალებს სინანული უნდა მოგაშორო,
თავშლით ნაწნავები უნდა აგიხვიო,
მერე სულ თავიდან , თავი მოგაწონო.

სულის ნაფრესკალზე , ჩატყდეს ირონია,
ჩემო ქალბატონო, ვერსად წამიხვალ და 
ათჯერ სიყვარული არ გამიგონია,
ერთი ქალია და ერთხელ შემიყვარდა.

შენს თმებს ზედ შერჩენილ მზის სხივს გეფიცები,
დილა ნამიანი ასჯერ გამითენდა,
რასახ ვეღარ ვიზამ , როგორ შეგპირდები,
ლამის შენს ლოდინში  თმები გამითეთრდა.

დილა სევდინი ჩემო ქალბატონო,
უკვე მეთხუთმეტე გადის მოლოდინი,
მინდა ამ სამყაროს სუნთქვა გავაგონო, 
თუმცა სამყაროც არაა  დაწყობილი.

სულის ნაფრესკალზე , ჩატყდეს ირონია,
ჩემო ქალბატონო, ვერსად წამიხვალ და 
ათჯერ სიყვარული არ გამიგონია,
ერთი ქალია და ერთხელ შემიყვარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი