ქალავ
ისევ საკუთარმა თავმა მიმატოვა, ვერსად გავექეცი სულის მარათონებს, ჯვარცმა მირჩვენია, მაგრამ ამაოა, რადგან შეცდომებზე ვსწავლობთ ქალბატონო. არავის არ ენდოო ასე მირჩიეს და მაინც სხვას ვექეცი ჭკუის დამრიგებლად, ჩემი იარაღი მხოლოდ სიმშვიდეა, რასაც გაფანტული ვეძებ, ნაწილებად. მამტვრევს ძვლებში ახლა , სისხლის ნიაღვარი, ვერც ერთ მწუხარებას, პასუხს ვერ მივაგებ, ჩემი თავი არის, ჩემი წინამძღვარი, მაგრამ შენს გარეშე, ჩემს თავს ვერ მივაგნებ. იცი როგორ მინდა, ძლიერ მოგეხვიო?? შენი სუნთქვა მესმის , ახლა ფრაგმენტებად, მინდა ყველაფერი ერთად მომეწიოს, ქალავ, ამად მიღირს შენი გაღმერთება. ასე არ მიგვრძვნია თავი რა ხანია, მგონია დახმარება არ მაწყენდა, მგონი შემიყვარდა და ჯანდაბას, თუ ეს სიყვარული ახალია. მინდა ღიმილები თმებში ჩაგაქსოვო, მზე მივაბნიე ჰორიზონტთან თავის პროტოტიპს, ვეღარაფერი დამამშვიდებს ასე მგონია, ხომ შეიძლება სულ ცოტახნით მაინც მყოლოდი. მამტვრევს ძვლებში ახლა , სისხლის ნიაღვარი, ვერც ერთ მწუხარებას, პასუხს ვერ მივაგებ, ჩემი თავი არის, ჩემი წინამძღვარი, მაგრამ შენს გარეშე, ჩემს თავს ვერ მივაგნებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი