ძვირფასო 8


გადამრია დროებამ და გადამრია ამინდმა,
აღარვიცი რას ვფიქრობ და აღარ ვიცი რა მინდა,
დაილია ფიქრები და შენს ქუჩაზეც გაწვიმდა,
იღიმოდნენ ღმერთები და გვიყურებდა მთაწმინდა.
და მეჭირა ხელში ერთი ღერი სიგარეტი,
სადაც სიბნელეში ქუჩის კუთხეს მივადექი,
მე არ ვოცნებობდი უბრალოდ გზას გინათებდი,
მე შენ მიყვარდი და იმედებს არ მიმართლებდი,
აშრიალდა ჭადრები და გაიშალა გრაგნილი,
დაიწერა ისტორია , გაიგზავნა გზავნილი,
მინდა შენი ღიმილები ღმერთებისგან თარგმნილი,
შენი გზების გავლა მინდა რაც აქამდე გავლილი,
გაქვს და ალბათ სიყვარულმა არც კი იცის დრო,
როგორ მინდა ჩაგეხუტო და თან გიამბო,
თუ ამხელა სიყვარულში ერევიან ხო,
რა ცუდი და ბოროტი ხარ ადამიანო.
დავაგვიანე და მაპატიონ დარდებმა ,
გადაიღონ ფირები და შეინახონ კარდებმა ,
მე გავლილმა ისტორიამ ერთი რაღაც მაჩვენა,
რაღაც ახალი იწყება სადაც ძველი მთავრდება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი