მივაბიჯებდი


მივაბიჯებდი შენს ქუჩებში მეათასეჯერ,
და მარტოობის დამეუფლა ისევ განცდები,
სიყვარულია მეგობარო , როცა ხარ ღმერთთან,
ბოროტება კი, სამწუხაროდ ღმერთს რომ გაცდები.

ამოიკემსეს შეგრძნებები დროის მწყემსებმა,
და პოეტები განთიადებს აღარ ითვლიან,
აქ სულ დაკარგა სიამაყე ჩემმა ლექსებმა,
სხვაზე რა გითხრა, შენს გარეშე არ შემიძლია.

სულ რომ ვიბრძოლო, დავიბადე თურმე ამისთვის,
ერთი მიყვარს და ღმერთმა ისიც სულ სხვას არგუნა,
ბავშვობა მინდა, ის შეგრძნება ფეხზე ნამისთვის,
რომ ვთამაშობდით ოდა სახლში, რა დრო გასულა.

წამოვიზარდეთ ბავშვები და მოგონებები,
ისევ რჩებიან სამოსახლოს , სადღაც ნისლებში,
ჩემი სოფელი სადაც ერთ დროს , ყველა ვიყავით,
ახლა კი მხოლოდ რამდენიმე, ისიც ფიქრებში.

ჩემი ბავშვობა გაფრენილა, სადღაც წავიდა,
ვიცი რომ, უკვე სხვანაირად ვხედავ ყველაფერს,
იყო დრო როცა ვერაფერს ვერ ვგრძნობდი თავიდან,
ახლა კი უნდა ვუპატრონო მოხუც დედაჩემს.

მივაბიჯებდი შენს ქუჩებში მეათასეჯერ,
და მარტოობის დამეუფლა ისევ განცდები,
სიყვარულია მეგობარო , როცა ხარ ღმერთთან,
ბოროტება კი, სამწუხაროდ ღმერთს რომ გაცდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი