უვარგისი ჩემი თავი
იმდენმა დრომ გაიარა ავირიე, ირგვლივ ისევ სევდიანი ხმაურია, ჩემს ნაწერებს ალკოჰოლი გავურიე, ყველაფერი უცნაური , ზღაპრულია. ვინ რა იცის, რა ვქნი და სად ვიარე, ან ვინ ქალი შემიყვარდა ასე ძაან, შეშლილებს და ქუჩის ლოთებს გავერიე, ეგეც ცალკე , დრამატული კასეტაა. მე ვიხსენებ გაბრაზებულ თვალის გუგებს, მიტოვებულ რწმენას გავდა შენი სახე, არ მინდოდა იცოდე , რომ მაიძულეს, ყოველ წელს ,რომ უფრო მეტად შემიყვარდე. არაფერი … გავილიან ისევ წლები, ისეთივე დარდიანი გეყოლებით, მე არასდროს არ მქონია მიზეზები, თუ რის გამო არ დავდივარ მეტროებით. ამ ქალაქში მიტოვებულ ვაგონებზე , ჩამომსხდარან ჩემნაირი გიჟები და, არაყი აქვთ შემოცხული პალტოებზე, თითო ქალი ყველას უყვარს სიზმრებიდან. ვინ რას იტყვის არ მადარდებს რა ხანია, მე აქედან მალე წავალ, არა ცაში, ერთი ღერი სიმარტოვე მუდამ მაქვს და ჩემი წილი ალკოჰოლი მათარაში. ვინც მე მიყვარს არასდროს არ ვეყვარები, ასეთია განგება და რაღა ვუყო, ვის ჭირდება უვარგისი ჩემი თავი, სიყვარული რომ გაუხდა საპასუხო. იმდენმა დრომ გაიარა ავირიე, ირგვლივ ისევ სევდიანი ხმაურია, ჩემს ნაწერებს ალკოჰოლი გავურიე, ყველაფერი უცნაური , ზღაპრულია. მე ვიხსენებ გაბრაზებულ თვალის გუგებს, მიტოვებულ რწმენას გავდა შენი სახე, არ მინდოდა იცოდე , რომ მაიძულეს, ყოველ წელს ,რომ უფრო მეტად შემიყვარდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი