ჩემი სიჩუმე
ჩემი სიჩუმე არასოდეს იქნება სევდა , მე ამინდებიც მეჩვევიან , უფრო ხშირადაც, შემოდგომაზე , სიმშვიდეში გიპოვე შენ და ასე ვფიქრობ რომ, შენ მიყვარდი ამის წინათაც. დალალ დახვულს ქარების და წვიმების გარდა, ვიცი გაშინებს არეული დღეთა სიმრავლე, ვოცნებობ შეგხვდე წლების მერე სამოთხის კართან, და როგორც ადრე იქაც უფრო მეტად მიყვარდე. იტყვიან სადღაც ბედისწერა იწერს თარიღებს, მე კი ვიჯერებ რომ სიკვდილზე უფრო მეტია, რომ შევეჩეხო შენი სახით ლამაზ აპრილებს, და შენ მიყვარდე, ყველაფერზე უკეთესია. მე გავიარე ბევრი გზა და ბევრიც ეკლებით, და შეცდომებზე არ დავხუჭავ თვალებს ნალია, სადღაც გზის პირზე დათრობა და შენი შეხედვა, როგორ ძალიან მინდოდა და შენი ბრალია, რომ ხარ ასეთი უბრალო და თანაც ქაოსი, შემოიტანე ჩემს გულში და აღარც მპასუხობ, რომ გავათანე მთელი ღამე სასაფლაოზე, სადაც ამდენი სიყალბე და ზიზღი მარხია. აქ შენ ხარ ჩემი მხსნელი , ჩემი მესია, შემოდგომის ხარ ქალბატონი , როგორც ნერთუსი, მიყვარდე ოღონდ ცალმხრივად და უკეთესია, რადგან მძიმეა შენი ფუძე , შენი რებუსი. მომნატრებიხარ სიყვარულო სხვაზე ნამდვილო, მე არასოდეს არ გავივლი ქუჩებს ეკლიანს , მომიარე და ეგ დარდები გამიადვილე, სხვები ხომ ხედავ, დავიწყებულ ზღაპრებს ეტრფიან. მერე სხდებიან მოაჯირზე თავებს იკლავენ, აღარ იციან სად მიდიან როგორც ამინდი, ვეღარ ენდობი ვერც საქმეზე და ვერც სიტყვაზე, მაგრამ ამათი არაფერი აღარ გინდოდეს. ჩემი სიჩუმე არასოდეს იქნება სევდა , მე ამინდებიც მეჩვევიან , უფრო ხშირადაც, შემოდგომაზე , სიმშვიდეში გიპოვე შენ და ასე ვფიქრობ რომ, შენ მიყვარდი ამის წინათაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი