ისიც ვიცი


ისიც ვიცი თქვენი ოთახიდან სხვანაირი მზე ჩანს 
თქვენი ჭრელი ცისარტყელა ვერ გადაეკვრება ჩვენს ცას
ვნებას ნუ მოუსმენ თუ ბოროტებას ნერგავს 
ჩიკო ხედავს იმას რასაც თქვენი გონება ვერ ხედავს
ხო დაწევ დინამიკს ისევ ძმაკაცი მისახსოვრებს 
ჯერ ვერ ვაბაუნსებ კადილაკის ამორტიზატორებს
ვერ ვპოულობ როლექსს მაინვ ვხედავ გეტოს
ვისაც ჩვენთან უნდა ბრძოლა დაე ბრძოლის ჟინი ერგოს
თავი არ შემოყოს მოთმინება ეყოს
იცავს გონება და ქონება სხვადასხვანაირ სფეროს
ყველას უნდა გაგიღიმოს ტკივილი მოგაყენოს
მაგრამ არის ღმერთი წაქცეული რომ წამოგაყენოს
ძველის ძველი ბინადარი უცხო გარემოსი
ჩენტესი მაქ ლერა გეტო რაის ბრუკლინი და ბრონქსი
ოქსიმირონული ბრბოსი ისმის მინორული წყობა
მოვტყან რეპით გადმოცემული პირადული მტრობა
აღარ შევიკრათ წარბი ძმებო მთავარია ძმობა 
სხვა დანარჩენია ყალბიი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი