ახალი წელი და ჯანდაბა


აქ უკვე .
მერამდენე სართულებზე აიყვანეს განცდები, 
მერამდე სიღარიბეს გამოდიან ბავშვები,
ამათ უფრო ურჩევნიათ ლაინი და ნაშები,
და აქ არსებულ ეპოქებზე არ არსებობს ფაქტები.
ჰოდა
დაპრესილი გეტოების , აგრესიებს ითვლიან ,
რეპრესიებს გადიან და მისამართებს იცვლიან,
არ ადარდებთ გარემო და გარშემო სულ სისხლია,
სიმშვიდეა მხოლოდ მთებში, მთებში სადაც ნისლია.
აქ ყოველ დღე ისვრიან, და თანყოველ დღე ისვრიან,
აქ შენ არ ხარ არავინ თუ ხელი არგაგისვრია,
აქ იგმობა ყველაფერი თუ შენი საკადრისია, 
ანუ თუ ხარ სულით მონა ესეც საკმარისია.
ჰო და მაინც.
ახალია წელი მაგრამ , საწყისი ნაცნობი,
ისევ ისეთივე არის მტვრის ქალაქში საცობი,
ისევ ისეთივე არის სხვის სუფრაზე საცივი,
და ძირითადად არ მოკლდება არც შენამდე მანძილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი