მე ხომ შენი
გავარტყი ამ გარემოს თუ შენ აღარ იქნები, ჩემამდე ისევ მოდის შენი შინაგანი ხმები, ისევ ამდენი პრობლემა, თვითონ პრობლემა ხდები, მე აღარ მინდა მოგება და ვეღარც დავმარცხდები, გზები არ არი , ჯებირების ანაბარა ვრჩები, ეპოქას სავანე ქვია ვერ ისვენებენ მტრები, ჩემი ლექსები მღერიან აქ ჩემი მეისრები, თითქოს გარემო ქვებია და ფიქრი კამათლები, და ვის ეკამათები თუ ჩემია ეს მთები, ამდენ მდელოს და სიმწვანეს მე ვეუდაბნოები, მე თუ დამაკვირდები, ცაზე გამოვეკიდები, ცაზე გაკიდეთ ხიდები, ცაზე გამოკეტილები, მთაზე ჩამოვედინებით. ხო გათიშე გონება თუ მისი ძალა ბოროტია, თავში არ დაიხალო სიყვარულის ბოლო ტყვია, აღარ ყვაოდა ნუში ამ გაზაფხული ცაზე, მე ხო შენი სულიერი მომწონს სილამაზე, აღარ დაგწერენ ცაზე, თვალები აგეხილება, დაუკვირდი ცოდვებს რომელი გაგემხილება .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი