წასვლა
ხელებზე დარდები მეცემა, ვოცნებობ არ მოვკვდე უკვალოდ, მაინც ვერ გამიგო ვერცერთმა, შენ მაინც გამიგე უფალო. იწვემებს, შორს ჩვენგან სიმშვიდე, ათასი სიკვდილი ტრიალებს, ხელებში ტკივილებს ვიფშვნიდი, მაგრამ საერთოდ არ მიმართლებს. რამდენმა ზურგი რომ მაქცია, სიკეთეს ვაკეთებ ამაგად, ვინც კარგი ბოროტად აქცია, უკან უბრუნდება ასმაგად. მზე ახლა ცის პირას გაჩუმდა, იტოკავს დამსხვრეულ ნერვებს, შენ უნდა გიყვარდე ან უნდა, მირჩენდე დასერილ ხელებს. დღეებს ქაოსებს მაუწყებს, როგორმე მიშველე ახლა, და როცა დრო შეცვლის პასუხებს, შენც აღარ მოგინდება წასვლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი