ქარიგე


მე ალბათ სიმშვიდეს მადარებს სულ ყველა,
როგორ მინდა არაფერი გამცნოთ,
არ გესმით ჩემი და მე მესმის უთქმელად,
და რა თქმა უნდა მიყვარხართ კაცო.

ნერვულად აშლილი , ვლოთობ და მჭირდება,
სუნთქვისთვის, არაყის გაცრილი ამპულა,
ვიძინებ დილით და ვძმაკაცობ სიზმრებთან,
ლექსებს ვწერ ისეთს რომ არასდროს არ თქმულა.

ქუჩებაში ხეტიალს ჯერაც ვერ შევეშვი,
და ღამის აჩრდილებს ვაფიცებ და - ძმობას,
რამდენი დავლიე საკუთარ ქელეხშიც,
ჩემივე სიკვდილზე ვიძახი თანხმობას .

მე ჩემსას გავიტან , აქ ქუჩის ტალანტებს,
,,დიდებას, სალამს და პატივებს უძღვნიან”,
ვეწევით, გამხმარ და მელნისფერ ბალახებს,
და გვიყვარს დილას, რომ ქარი და სუსხია.

ქარიგე, მაღირსე მეც ქალის თავშალი,
ქაოსში სიმშვიდეს ნურავინ მადარებთ,
მე ვცხოვრობ, იქ სადაც ლეგენდის თანახმად,
ჯერ უყვართ , მერე კი ერთმანეთს კარგავენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი