ასეა ეს
გარბიან დღეები როგორღაც მშვიდი ვარ, როგორღაც ვახერხებ რომ ვიყო ძლიერი, ჯერ კიდევ პატარა, ისეთი დიდი ვარ, და ბევრჯერ ვწვები და ვიძინებ მშიერი. და განა იმიტომ რომ პროტესტს ვაცხადებ, რომ რამეს ვუწესებ, ჩემს თავს და გარემოს, ძალიან ხშირადაც მცივა და ვკანკალებ, რომ ასე ვიცხოვრეთ, ჩვენ უერთმანეთოდ. და უ ერთმანეთოდ ქუჩებში ხეტიალს, იმ ქალის სურნელი მოაქვს და ვგიჟდები, რომ თურმე ეს ჩემი ცხოვრების ხვედრია, რომ მარტოსულივით ვერ ავხსნა სიზმრები. ხან ზიანს ვაყენებ ჩემს თავს და ვღიღინებ, გონებადაკარგულს თან დამაქვს დუმილი, მე ვდაგავრ ამ ხალხში , ვდაგავრავ და ვიხსენებ, თუ როგორ დავკიდე წლების წინ ყურმილი. წლების წინ როგორღაც ვიფიქრე ამაზე, მახსოვს ეგ თვალებიც , წრფელი ნათელი, და შავი ღილები , მოთეთრო კაბაზე, ტაძარში შენ გამო რამდენი სანთელი, დავანთე და შენზე ვუყვები უფალსაც, მისმენს და არ იცის რა უნდა მიამბოს, უბრალოდ მომადო ხელები გულთან და მითხრა რომ მასთანაც არ დავიგვიანო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი