ჩვენი უბნის


ჩვენი უბნის ქვაფენილი , ღამე თოკზე გაფენილი,
და ბავშობა გაფენილი თმაში,
დაკვრას შენ ვინ დაგიშლიდა და 
აშლილი კლავიშიდან შენი ცრემლი ჩამოსვლოდა მაშინ,
მაშინ იმედები გვქონდა 
ქალებს ქლიავი დაჰქონდათ,
ზოგ მეგობარს ალაგ ალაგ წვერიც,
ერთი ჭერი მთელი ღამით,
ყველა ბედნიერი ამით,
და ხუთ კაცზე ერთადერთი ღერი ,
ზოგი სიყვარულით ნაზით,
ზოგი სულ სზვა გუნებაზე ბრაზით,
რიხით, ამბოხებით ,ვენთეთ,
მერე აშრიალდა ნისლი,
მერე აიჭარხლა სისხლი,
ომის სუნი აღარვის ვენდეთ,
და დღეს კაბაგაღეღილი 
უკვე ნირ გადახეხილი,
სადღაც ბოლო
ციმციმელას აქრობ,
მზეო ტანად, მზეო ტანად, 
მე კი ძალად აუტანლად,
ვიღაც აწმყო გახუნებულს ვართობ,
ჩვენი უბნის ქვაფენილი , ღამე თოკზე გაფენილი,
და ბავშობა გაფენილი თმაში,
დაკვრას შენ ვინ დაგიშლიდა და 
აშლილი კლავიშიდან შენი ცრემლი ჩამოსვლოდა მაშინ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი