ნოზა 2


როცა პარტერებში მოიპარეს გაზაფხული,
ქუჩებს სისხლი უნდათ , ახლა ყველგან ქაოსია,
ზეცისა კიბეებმა მოიტანეს სასწაული,
ყველა მივიწყება მაინც სასაფლაოსია.
ხურდა მონეტებით გაყიდული ჩვენი ერა,
როცა თოფურიამ მარცხის გემო გამონახა,
ყველამ კარგად ვიცით ეგ არ იყო ბედისწერა,
შოუ მხოოლოდ ამერიკელების დასანახად.
ბიჭებს ტექსტები და მოკლებული ბითის ხმები,
ნიკას დაჩი უზის გვერდზე ისევ ლუდის ბოთლა , 
არა რას იძახით არ ვიყავით ასეთები,
აი ამ ნაბოზარმა, დაგვისვა და გაგვალოთა.
დაჩი ფასთ ფლოუზე ჩალიჩი და თემა კაცი,
ნიკას დასაწყისი კარიერის ასეთია,
ჯერ ვერ ამუღამებს როგორ უნდა შეუკლასო,
როცა ჩვენი ერთად ყოფნაც კლას ტერია.
ანდა დაიკიდე რამე მაინც წაიმღერე,
მიდი ამოუშვი რაც გულში გაქ საზიარო,
მე პირველი ტექსტი ხელის გულზე დავიწერე,
მერე დავჯექი და ლაივები ვაზიარე.
გაირა დრომ და გაიარა ქარმა,
და მაინც რა ნაბოზარია ბიჭო თურმე კარმა,
გადამრია ცხოვრებამ და გადამრია ქალმა
დრო წაიღო მარტოობამ, დრო წაიღო კვალმა.
ხოდა სანამ ყლეზე დავიკიდებ ყველაფერს,
სანამ ჩემი რითმები დავალაგე სინქრონში,
და თუ უნდა ვინმეს ყლეზე გადამექაჩოს,
გელოდებით თემქა მეთერთმეტე მიკროში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი