გვანცას
ახლა ღამე ნათევ თვალებს შევხედე და, მიზეზს ვერ ვპოულობ თაროს ჩამოდებით, ღმერთო დედაჩემი რატომ მიბერდება, მე ხომ ასე უფრო მეტად გავლოთდები. მიკვირს როგორია ახლა რეალობა, მეც ამ ეპოქების შვილად მიმათვლიან, აწი ვერაფერსაც ვეღარ ვისწავლით და ის არ დაგვავიწყდეს რაც კი გვისწავლია. მახსოვს როგორ უნდა მწამდეს შენთან ყოფნის, ვცხოვრობ მიტოვებულ სახლის ნაწილებთან, ზოგმა სულ არ იცის არსი არსებობის, მე კი ყოველ დილით ღმერთი მაღვიძებდა. და შენს არ გაცნობილ თვალებს გეფიცები, ისე სხვანაირად ჩანხარ მელოდიად, ჩემთან ყოველ ღამე მოდის შენი თმები, და ჩემს უსაშველო დარდად მეცნობიან. გახსოვს რომ გითხარი, ლექსს დაგიწერ მეთქი, აჰა შენია და გთხოვ რომ გაუფრთხილდე, გახსოვს რომ გითხარი მენატრები მეთქი, აივნის მერცხლებივით ბოლოს არ გამიფრინდე. დილაც არც თუ ისე არის ნამიანი, შენს მზეს ვერაფერი შეცვლის გეხუტუნე, მე ვარ პიროვნება ათასდარდიანი, და შენს ლამაზ თვალებს ვერ ვუმტყუნებ. მახსოვს როგორ უნდა მწამდეს შენთან ყოფნის, ვცხოვრობ მიტოვებულ სახლის ნაწილებთან, ზოგმა სულ არ იცის არსი არსებობის, მე კი შენი სახით ღმერთი მაღვიძებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი