მკვდარი პოეტები
რა საოცარია თურმე ყველაფერი ირგვლივ, რა საოცარია როცა არაფერი გიჭირს, როცა შენ სხვას ეხმარები მაგრამ სულ არ გილხინს, როცა სავარუდოა გამჟღავნება ნიჭის, გიყვარს ქალი რომელიც ვერ იქნება შენთან, ვერასოდეს დაინახავ, მის ღიმილის და თვალებს, და გზებს მიაქვთ დროის საფასური ღმერთთან, ჩვენი მომავალი სხვის წარსულთან გაგვამრავლებს. ისმის ზარი სართულიდან სადღაც მეცამეტე, ისმის შენი დავიწყების მწვავე სიმფონია, ვიცი სადღაც უნდა მეთქვა მაგრამ ვერ გავბედე, და მე ალბათ გარდაცვლილსაც მალე მიპოვიან. და რა დამრჩენია ალბათ შენზე ოცნებები, და ჩვენს ვერ შესრულებულ პირობებს ვაგროვებ, რა ვქა ჩემნაირი მკვდარი პოეტები, ხო იცი უფრო მეტად საფლავში ფასობენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი