ბეღურები
კარებს დახურავს რეალობა სევდის მაგვარი, ფიქრებს შეწყვეტენ ბეღურები გაზამთრებაზე, ვერავინ ვნახე ქვეყანაზე შენი სადარი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია გადარჩენაზე . დღეებს ვითვლიდი ჩავიდინე რამდენი ცოდვა, ქუჩაში ფიქრებს ვაგროვებდი, იყო მომენტიც, როცა დავეცი , დამაბიჯა , გამთელა ზოგმა, დიახ, ასეთი რთულია რომ იყო პოეტი. ქალიც მიყვარდა , ვგიჟდებოდი გამოხედვაზე, და მას არასდროს ნდმობია შევყვარებოდი, როგორ მიყვარდა…ვგიჟდებოდი ყველა დეტალზე, და მას არასდროს უფიქრია შევბრალებოდი. ვუწერდი ლექსებს ,სიმღერებს და კიდევ ათასგვარ, ასეთ რამეებს ვაკეთებდი მისი გულისთვის, სამწუხაროა არაფერი რომ არ ფასდება, როცა სამყაროს ატრიალებ სიყვარულისთვის. დავრჩი ჩემს თავთან , როგორც ადრე დღესაც ასეა, იმედებს ვიკლავ , მერე ისევ უკან ვაბრუნებ, ვერავინ ვნახე შენი მსგავსი ქვეყანაზე და, ისიც ვიცი რომ ვეღარასდროს შეგინარჩუნებ. უბრალოდ დაღლილს, მხოლოდ ერთი ფიქრიღა შემრჩა, თავს არ მოვიკლავ, დედაჩემი როგორ ვატირო, მინდა წუთით რომ ვისაუბრო, იქ მაღლა ღმერთთან, ვთხოვო, ცხოვრება სულ ოდნავ რომ გამიმარტივოს. კარებს დახურავს, რეალობა სევდის მაგვარი, ფიქრებს შეწყვეტენ, ბეღურები გაზამთრებაზე, ვერავინ ვნახე ქვეყანაზე შენი სადარი, მაგრამ არასოდეს მიფიქრია გადარჩენაზე .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი