არ ვიცი
გამარჯობა , მე ჩიკო ვარ და არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, ზოგადად საუბარი არ მიყვარს, ვარ ადამიანი რომელიც ყველაფრის გარეშრ გაიზარდა, მამაჩემი 2 წლის ასაკში დამეღუპა, წამართვეს ყველაფერი რაც გაგვაჩნდა და გვიყვარდა და ამ ყველაფერზე საუბარი ძირითადად არ მინდა, გავიზარდე ბებიასთან და ბაბუასთან საკმაოდ ღარიბ ოჯახში და მახსოვს ახლად დაქვრივებული დედაჩემის ყველა ცრემლი და ოფლი ჩვენთვის დაღვრილი, ფაქტოვრივად არ მქონდა ბავშვობა და ჩემთვის არასდროს ტლყოფილა ბედნიერი დღეები რომელსაც ახლა, თითზე ითვლიან ხოლმე მოგონებების სკივრში და მთელი სიამაყით რომ იძახიან, მე 21 სიჩქარიანი ველოსიპედი მყავდა და უბნის ბავშვებს ვაკატავებდიო. ეს ყველაფერი მე არ მქონდა მაგრამ, მქონდა სიყვარული დედაჩემის , რომელსაც ვერასდროს შევაფასებ. მერე გავიზარდე და აი ზუსტად რომ გავიზარდე , იქ შეიცვალა ყველაფერი , 15 წლის ასაკიდან აღარ მაახსოვს ბოლოს სახლში როდის ვიცხოვრე, მშვიდად და წყნარად , იმ ასაკიდან ვიბრძვი რომ გადავრჩე და შეიძლება ეს მე არ ამირჩევია მაგრამ, რაღავეების მიმღებლობა და გათავისება , ბავშვობიდან მქონდა წესად ქცეული. იყო გარემო რომელმაც ცუდ რამეებში გამხვია და ცუდი რაღაცეები მაკეთებინა, იყვნენ ადამაინები , რომლებიც მაღმერთებდნენ მაგრამ როცა დავეცი გადამიარეს და როგორც მძაფრ სიუჟეტიან ფილმებში, ისე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ დასრულებულა, დღემდე ვიბრძვი და ყოველ დღე იმაზე ვფიქრობ, ხვალ თავზე ჭერი მექნება თუ არა , ხვალ ჩემები კარგად იქნებიან თუ არა, ოდესმე გამოიდარებს თუ არა? ამ და კიდევ მრავალს კითხვას ვუსვამ საკუთღ თავს და არასდოს არ მაქვს იმ ყველაფრის განცდა რომ ადამაინები კარგები არიან, ზოგერთი ისე ცუდად მექცევა ხოლმე რომ საერთოდ არაფრის სურვილი აღარ მაქვს და ამის გამო არა ადეკვატურს მეძახიან, ალბათ იმიტომ რომ ზედმეტად ბევრი ცუდი გამოვიარე და არ მინდა ისევ გავიარო ეგ ყველაფერი და ყველა შესაძლო ცუდად ყოფნას თავს ვარიდებ, ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა ისეთი როგორსაც სხვები ფიქრობენ და ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბრის არ მრცხვენია, უბრალოდ დავიღალე და მინდა რომ ყველაფერს ჩამოვშორდე , მინდა რომ გავქრე ყველასგამ შორს და საერთოდ არავის ვახსოვდე დედაჩემის გარდა, რადგან მანაც რომ დამივიწყოს, მერე საერთოდ აღარაფერს აქვს აზრი. მიყვარხარ დედაჩემო და გთხოვ თუ ამას მოისმენ, წამითაც არ ინერვიულო, კარგად ვიქნები♥️
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი