გოგონა მარტოობის ქუჩიდან
გოგონას მარტოობის ქუჩიდან, თმებს ქარი ისე ლამაზად გადაუნაწილებდა ხოლმე , რომ მე თვითონ მრცხვენოდა ქარების, ისე ლამაზად გადმოუვარდა , ის ერთი წვეთი ცრემლი , უძირო და ამოუხსნელი თვალებიდან, რომ მე თავად მსურდა , ცრემლი ვყოფილიყავი. ხან და ხან მგონია რომ მე და შენ , სხვა სამყაროს ვეკუთვნით, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მე და შენ, ჩვენ ვერასდროს ვიქნებით , სადღაც თვითგადარჩენის ზღვარზე ვდგავართ, ყოფნას და არ ყოფნას შორის და ყველაზე ლამაზი მაინც შენი თვალებია, სადღაც ვიღაცის ტკივილს ვგრძნობ და ჩაგრულების ხმები მესმის, მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი მარადიულობისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს… არაფერს ნიშნავს , მაგრამ, მივდივარ და ნუ გაიღიმებ, ხომ იცი მეტკინება, ყველა გაღიმება, რომელიც მე არ მეკუთვნის… მე არ მჭირდება ხურდასავით დასაბრუნებელი ადამიანები და ნუ დაბრუნდები. მე არ დაგხვდები, გაზაფხულის სადარაჯოზე და ვერ ჩაგხედავ, უძირო და ცამდე მართალ თვალებში, რადგან ვერ გპატიობ და ვერ გაპატიებ იმ ტკივილებს, რასაც სულის ჯიბით ატარებ. რადგან მიყვარხარ და სულ ასე იქნება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი