მიდი ცოლად გამომყევი
ხმაურიანი ქუჩების უმისამართო დინებები, დაპირებული ცვლილება , არანაირი ცვლიბები, სანამ დაგანგრევენ სასიყვარულო დილემები, მანამდე ჩამოთვალეთ თითზე თქვენი მიღწევები, კარებს გამოღებს საზაფხულო მეტაფორა, კატებს დავუყარეთ გაზაფხულის ყვავილები, როცა შენ გძინავს გარეთ არის სროლა, ბავშვებს გვიკლავენ ეს ფულიანი ნაბიჭვრები. ავიწონეთ როგორც საჰაერო ჯებირები, ხელში ავიყვანეთ საკუთარი ვეზირები, და თუ რამე გინდა მე რაღაზე მეჯიბრები, შენ რომ გიტყანი ეგ კარგები და კეთილბი, თუ გინდა ქარები ნუ გაიპარები, თუ გიყვარს ქარები არაფერს ვნებს, ლამაზი ქალები ვერ დაემალები, ვერ დაშლი ქარებს, ვერ გაშლი ხელს. როცა პარტერებში მოიპარეს გაზაფხული, ქუჩებს სისხლი უნდათ , ახლა ყველგან ქაოსია, ზეცისა კიბეებმა მოიტანეს სასწაული, ყველა მივიწყება მაინც სასაფლაოსია. ხურდა მონეტებით გაყიდული ჩვენი ერა, როცა თოფურიამ მარცხის გემო გამონახა, ყველამ კარგად ვიცით ეგ არ იყო ბედისწერა, შოუ მხოოლოდ ამერიკელების დასანახად. შენ რა იცი მე როგორი სიგიჟე მაქვს გენში, იცოდე რომ ამ წვიმიან ამინდებსაც შევშლი, გადაგიყვან ჭკუიდან და მოგატარებ ცხრა ზღვას, მხოლოდ შენი თვალებია ამ დრომდე რომ მტანჯავს. ჩემო ლამაზ თმებიანო , ჩემო სულის ვნებავ, მე შენთან თუ არ ვიქნები არც სხვა არ იქნება, შენ ხარ ჩემი სამყარო და ჩემი გარინდება, მიდი ცოლად გამომყევი, ყველა გაგიჟდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი