ჩიკოსს
მოუსმინე ჩიკოს იქნებ რამე უნდა გითხრას, იქნებ უნდა ლამაზად რომ შეგაწიოს სიტყვა, ჩიკოს არასდროს ქონია აბდა უბდა რითმა, და ჩიკოს არ შეუძლიაო არაფერი ვინ თქვა? მე არ ვგავარ არავის და არც მინდა რომ ვგავდე, ღამით ნათურების ცა ვარ ,დილით სტეიკს ვჭამდე, დილის ოქროს ბირჟებთან რომ კაბით მომელანდე, ისევ შენმა სურნელმა რომ ამიტაცა ცამდე , ზოგჯერ პოეტურიც ვარ და ზოგჯერ ავადმყოფიც, ფხიზელი არ მიწერია მე არც ერთი სტროფი, შეიძლება შეშლილი ვარ , შეიძლება ლოთიც, მაგრამ მაინც ამ დონიდან თქვენს დონეებს ვჯობნი, მე ვარ მიწად მოსული და კვლავ ვიქეცი მიწად, ბოდიში, ნორმალურობა არ მომეცა ნიჭად, მოხუცი ვარ და ვიქცევი ახალგაზრდა ბიჭად, ჰაჰაა, ისევ თქვენნაირები თუ შემრაცხავენ გიჟად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი