ეზო


მინდა ღამე ქარებიდან გამოსული აისები,
სანამ ემოციებს გაუშვებ და დაიცლები,
სადღაც დავკარგეთ ბავშვობა და ხალისები,
ეზოში ქვიშით ვთამაშობდით, სახლში ბალიშებით.
ბებო გვიკეთებდა, სენდვიჩებს და გვიხაროდა,
უბანი კარგი იყო, ცუდს არავინ იძახოდა,
მახსოვს კოცონთან რომ, ყველა ერთად ვღადაობდით,
ღამე დაისებთან ველოებით ვკატაობდით,
ერთად…
ასე გავიზარდე , იყო რთული მომენტებიც,
მერე გავიცანი, ახალგაზრდა პოეტები,
მერე გაიზარდა, პრობლემების იყო ზღვები,
მაშინ შემიყვარდა შენი დახვეული თმები,
მაშინ დავინახე რეალურად თურმე ვინ რას გავდა,
სიკეთეს თუ ქვაზე ვდებდი, ქვა სიკეთეს მიკარგავდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი